ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს, რივკა პალუხს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნეთანიაჰუსა და პალუხის ბოლო შეხვედრა 26 მარტით თარიღდება. სავარაუდოდ, რივკა პალუხი კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა. ამის შემდეგ კორონავირუსზე ანალიზი ისრაელის პრემიერმა ჩააბარა, ტესტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 4 347 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 15 ადამიანი გარდაიცვალა, 134 კი განიკურნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.