იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მარტის ბოლოს თოვლი მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლემ შესაძლოა 5 სანტიმეტრს მიაღწიოს. აღსანიშნავია ისიც, რომ 28 მარტს ტოკიოში ჰაერის ტემპერატურამ 23 გრადუსს მიაღწია.
უამინდობის გამო იაპონურმა ავიაკომპანიებმა 20-მდე შიდა რეისი გააუქმეს.