საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დროს, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა, განაცხადა, რომ კოვიდ-19 ინფექციით ევროპის ქვეყნებში გამოწვეულმა პრობლემების გაჩენამ შესაძლოა შენგენის ზონის დაშლა გამოიწვიოს - ამის შესახებ „როიტერსი" დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. "ევროპული პროექტი საფრთხეშია, რისკი, რომელიც ჩვენს წინაშეა - ეს შენგენის ზონის დასასრულია"-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებმა პანდემიის ფონზე ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა უნდა გამოიჩინონ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა შენგენი მართლაც დაიშალოს, რადგან პანდემიამ ევროპის უმეტეს ქვეყნაში რიგი პრობლემები წარმოქმნა, მისივე თქმით, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ იტალიაში თუნდაც ჰუმანიტარული მისიით ჩასული რუსული კონტინგენტი, ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
„კორონავირუსმა სერიოზული საფრთხე გამოიწვია, იგი დიდი სისწრაფით ვითარდება და არცერთ ქვეყნას ადეკვატური მიდგომა სამწუხაროდ არ აქვს, ევროკავშირი, გაერო და ნატოც კი სამწუხაროდ რეაგირებას აგვიანებენ, ქვეყნები ინდივიდუალურ დონეზე ახორციელებენ ვირუსთან გამკლავებას.
„ზუსტად ამ ვირუსის გამკლავების ერთ-ერთი ხერხი ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვა და გარკვეული კონტროლის დაწესებაა. მანამდეც ნათქვამი მაქვს, რომ კორონავირუსი გლობალიზაციის პროცესს შეაფერხებდა, ეს მოხდა კიდევაც და მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდა.
„მსოფლიოს ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლის გასხვავეული მოდელი აქვთ, გლობალური ტიპის რეგიონალური გაერთიანებებს, როგორიცაა ევროკავშირი, ნატო, სწრაფი და ეფექტური კონკრეტული ზომები არ აღმოაჩნდათ.
„სამწუხაროდ სავსებით შესაძლებელია, რომ შენგენის ზონა მართლაც დაიშალოს, რადგან ამაზე მაკრონი საუბრობს, ბრიტანეთის ევროკავშირიდნ გასვლის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, რომ ასე იყოს. საინტერესოა, იტალიის მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე,როდესაც კორონავირუსმა ამ ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა.
„პრემიერ-მინისტრ კონტის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტი იტალიაში გადასროლას ახორციელებს. შესაძლოა, ეს ჰუმანიტარული სახითაა, მაგრამ, ნატოს სტანდარტების მიხედვით, ეს რა თქმა უნდა, უპრეცენდენტო შემთხვევაა.
"სულ რამდენიმე ხნის წინ ევროპის ტერიტორიაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მასშტაბური წვრთნების ჩატარებას აპირებდა, ეს ევროპის დაცვისკენ და რუსეთის წინაღმდეგ იყო მიმართული - ეს პროექტი ჩაშლისკენ მიდის. არა მგონია ამ მომენტში ტრამპის ადმინისტრაციამ 20 ათასი კონტინგენტი ევროპის ტერიტორიზე განათავსოს" - განაცხდა მაისაიამ.
საფრანგეთი კი კოვიდ-19 ინფექციასთან ბრძოლაში სამხედროებს რთავს-შესაბამისი განკარგულება ემანუელ მაკრონმა გასცა, საფრანგეთის არმია ხუთშაბათიდან ოპერაციაში - „წინააღმდეგობა" ჩაერთვება , რომლის მიზანიც მოქალაქეების დახმარებაა, სამხედროები ასევე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს დაეხმარებიან, რათა ლოგისტიკური ამოცანების ეფექტურად გადაჭრან.
მანამდე კი საფრანგეთის პრეზიდენტმა საგანგებო სანიტარული მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ უსაფრთხოების სპეციალური ზომების დაწესებას ითვალისწინებს.
წესით, რუსეთი ხომ უნდა დაშლილიყო ჯერე და მისი უზარმაზარი რესურსები ხომ უნდა გადანაწილებულიყო ევროპის, ამერიკის და ჩინეთის გიგანტურ კომპანიებს შორის?
რა გამოვიდა ახლა, რუსეთის მაგივრად ევროკავშირი იშლება?
ეს რა მითხარით!..
ეტყობა, წებო არ უვარგათ.
სტალინი ამზადებდა კარგ წებოს, მაგრამ წაიღო რეცეპტი.