სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 329-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მეზობელ სომხეთში 18 ადამიანია გამოჯანმრთელებული, ხოლო გარდაიცვალა 1. კრიტიკულ სიტუაციაში კი, 2 ადამიანი იმყოფება.
ცნობისთვის, სომხეთში ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 მარტს დადასტურდა. 16 მარტს კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შეგახსენებთ, პირველად კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში აღმოაჩინეს. მალევე 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
შემდეგ კი, 2020 წლის 11 მარტს, ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემია პანდემიად იქცა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მიმართა უმკაცრეს ზომებს – ჩაიკეტა საზღვრები, დაიხურა ბიზნესები და აიკრძალა სახლების დატოვება.
ამჟამად მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს უწევს ამ აკრძალვების პირობებში ცხოვრება და მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება.