ინგრედიენტები
ბისკვიტი
კვერცხი - 4
შაქარი - 1 ჭიქა (ჭიქა= 250 მლ)
ცივი წყალი - 10 ს.კ
ფქვილი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ.კ
კრემი:
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 3 ს.კ
რძე - 250 მლ
ვანილი
კვერცხი - 2
დარბილებული კარაქი - 250 გ
მინანქარი
კარაქი - 100 გ
შაქარი - 4 ს.კ
კაკაო - 4 ს.კ
არაჟანი - 4 ს.კ
მომზადების წესები
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილისგან ათქვიფეთ ბეზე. გულებს დაამატეთ შაქარი და გათეთრებამდე ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ სოდა, ვანილი, წყალი, ბოლოს კი ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი ცილა. ამის შემდეგ ულუფებად დაამატეთ ფქვილი და ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ან ცხიმწასმულ საშუალო ზომის ფორმაში და 180 გრადუსზე გამოაცხეთ.
მოამზადეთ კრემი: 2 კვერცხი, შაქარი და ფქვილი მიქსერით ათქვიფეთ. დაამატეთ ცხელი რძე, კარგად გახსენით და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. როცა შესქელდება, დაგმოდგით და ბოლომდე გააციეთ. ცალკე ათქვიფეთ კარაქი ვანილთან ერთად. შეურიეთ მოხარშული კრემი.
ტორტი შეიძლება ააწყოთ ორგვარად: ბისკვიტს დაადეთ კრემი, კარგად გააციეთ და მოასხით მინანქარი. ან ბისკვიტი გაჭერით ორად, წაუსვით კრემი ერთ ფენას, დაადეთ მეორე ფენა, კვლავ კრემი წაუსვით და კარგად გააციეთ. ბოლოს დაფარეთ მინანქრით.
მოამზადეთ მინანქარი: შაქარი, კაკაო და არაჟანი შეურიეთ. დაბალ ცეცხლზე დადგით და ხშირი მორევით წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და დაამატეთ კარაქი. კარგად აურიეთ, რათა კარაქი გადნეს და პრიალა, ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ნამცხვარს.