ინგრედიენტები
ფქვილი - 500 გრ
საფუარი - 1 ჩკ
შაქარი - 50-70 გრ
რძე - 200 მლ
კვერცხი - 1 ცალი
კვერცხის გული - 1 ცალი
მარილი - 1/4 ჩკ
ზეითუნის ზეთი - 5 სკ
დარიჩინი - 0,5სკ
დარბილებული კარაქი - 100 გრ
შაქრის პუდრი - მოსაყრელად
ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
500 გ ფქვილი, საფუარი, 50 გ შაქარი და მწიკვი მარილი თასში ჩავყაროთ. დავასხათ 200 მლ რძე, დავუმატოთ კვერცხი, ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და თბილ ადგილას დავდგათ ასაფუებლად. დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ ცომის მოცულობა გაორმაგდება.
დარჩენილი შაქარი და დარიჩინი ავურიოთ. ცომი ორად გავყოთ, თითოეული 34X34 სმ ზომაზე გავაბრტყელოთ, წავუსვათ კარაქის ნახევარი და დარიჩინიანი გულსართის ნახევარი მოვაყაროთ. ცომი გადავახვიოთ და 1,5 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ.
ცომი თუ ხელს მიეკრო, ცოტაოდენი ფქვილი მოვაფრქვიოთ. ასევე მოვამზადოთ ცომის მეორე ნაწილიც. ხვეულები მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და 15 წუთი გავაჩეროთ თბილ ადგილას. გათქვეფილ კვერცხს დავუმატოთ ცოტაოდენი დარიჩინი, წავუსვათ ხვეულებს და 175-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი ვაცხოთ. მზა ხვეულებს ზემოდან შაქრის პუდრი მოვაფრქვიოთ.