ტელეარხ „ინტერის“ ყოფილი ხელმძღვანელის სერგეი სტარიცკის განზრახ მკვლელობის საქმეზე უკრაინის შინაგან საქმეთა ექს მინისტრი ლეონიდ კოჟარა დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შს მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშენკომ დაწერა.
სტარიცკი კოჟარას სახლში 2020 წლის 22 თებევალს გარდაიცვალა. ყოფილი მინისტრისა და მისი ცოლის მტკიცებით, ბიზნესმენმა თავი მოიკლა.
თუმცა როგორც გერაშენკო განმარტავს, გამომძიებლებმა და პროკურორებმა სტარიცკის გარდაცვალების გარემოებები გამოიძიეს და დაადგინეს, რომ მას თავი არ მოუკლავს.