მხოლოდ 4 ინგრედიენტი და 20 წუთი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მოამზადოთ ისეთი გემრიელი დესერტი, როგორიც ჯერ არასოდეს გაგისინჯავთ!

მხოლოდ 4 ინგრედიენტი და 20 წუთი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მოამზადოთ ისეთი გემრიელი დესერტი, როგორიც ჯერ არასოდეს გაგისინჯავთ!

ინგრედიენტები

კრეკერები - 1 შეკვრა

კარაქი - 1/2 ჭიქა

ყავისფერი შაქარი - 1/2 ჭიქა

შოკოლადის დროპსები - 1 ჭიქა

მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი!

დაალაგეთ კრეკერები თანაბრად ფორმაზე.

ყავისფერი შაქარი და კარაქი მოათავსეთ პატარა ქვაბში და შეათბეთ გაზზე, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.

ხარშეთ 2-4 წუთი.

მოასხით ცხელ-ცხელი კარამელი კრეკერებს და კარგად გაანაწილეთ.

მოათავსეთ ფორმა გახურებულ ღუმელში 5 წუთით.

შემდეგ მოაყარეთ შოკოლადის დრაჟე, კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში, რათა შოკოლადი გადნეს.

2-3 წუთში გამოიღეთ ფორმა, შოკოლადი რომ არ დაიწვას.