იტალიაში 72 წლის კათოლიკე მღვდელი კორონავირუსით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უარი თქვა მართვითი სუნთქვის აპარატზე და ის ახალგაზრდა ინფიცირებულს დაუთმო. ინფორმაციას გამოცემა newsweek ავრცელებს.
ჯუზეპე ბერარდელი ქალაქ ლოვერის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მან ექიმებს უარი უთხრა იმ სამედიცინო აპარატურის გამოყენებაზე, რომელიც სპეციალურად მისთვის მრევლმა შეიძინა.
მღვდელი ადგილობრივებისთვის კარგად იყო ცნობილი თავისი ქველმოქმედებით. ის სისტემატიურად ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს.