ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა 11 აპრილამდე გაახანგრძლივა

ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა 11 აპრილამდე გაახანგრძლივა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ფონზე ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გაახანგრძლივა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 28 768. 24 საათის განმავლობაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500-ზე მეტი შეადგინა. ჯამში, გარდაცვლილია უკვე 1 772 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების მასშტაბის ზრდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ დააანონსა. პედრო სანჩესის განცხადებით, ქვეყანას მძიმე დღეები ჯერ კიდევ წინ აქვს. უკვე გამოცხადდა 50 ათასზე მეტი ექიმის მობილიზაცია და დაიწყო საველე ჰოსპიტლების აგება.