18 მარტიდან 5 აპრილამე ბელგიაში კარანტინია გამოცხადებული. ამ პერიოდში მხოლოდ აფთიაქები და ის მაღაზიები იმუშავებს, სადაც საკვები პროდუქტები იყიდება. ქვეყნის მასშტაბით 19 დღის განმავლობაში შეზღუდული იქნება ქუჩებშიც გადაადგილება და კარანტინის დაცვას პოლიცია გააკონტროლებს.
ქვეყანაში ყოველ საღამოს 20:00-ზე სამედიცინო პერსონალს ტაშს დაუკრავენ. ბოლო 24 საათში ბელგიაში 309 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1785-დე გაიზარდა. ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება 130 პაციენტი. დაღუპულთა რიცხვი 21-ს აღწევს.