კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავარი ისლამური სალოცავები დროებით დაიხურა. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Arabia იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან მლოცველები მექისა და მედინის მეჩეთებში შესვლას ვეღარ შეძლებენ. რა ვადით იმოქმედებს ახალი რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია.
საუდის არაბეთში დღეისათვის კორონავირუსის 274 შემთხვევაა დადასტურებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.