(იბეჭდება შემოკლებით)
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის არასასურველ პერსონად გამოცხადებას და მათ მიმართ ხელისუფლების შესაძლო გადატრიალებასთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უპასუხისმგებლო პროვოკაცია“ უწოდა.
სერგეი ლავროვის უწყების განცხადებით, ისინი ამ ბრალდებას „ადეკვატურ პასუხს“ აუცილებლად გასცემენ.
რუსეთმა მუქარა გუშინვე შეასრულა და თბილისის ანალოგიურად რუსეთში საქართველოს საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ - გრანტად გამოაცხადა.
მიხაილ კამინინი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი:
„რუსეთმა ეს გადაწყვეტილება სამი რუსი დიპლომატის არასასურველ პერსონად გამოცხადების საპასუხოდ მიიღო.“
სერგეი მარკოვი, პოლიტოლოგი:
„რუსეთმა უნდა ჩაატაროს კონსულტაციები დასავლელ პოლიტიკოსებთან. სამართლიანი იქნება, თუკი მოხდება მასალების შეგროვება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და სააკაშვილის დიქტატორულ გამოხტომებზე.
ასევე სამართლიანი იქნება, თუ მათ შევთავაზებთ უარი თქვან სააკაშვილის მხარდაჭერაზე და გაგზავნონ მკვეთრი სიგნალი, რომ დასავლეთი მხარს არ უჭერს ოპოზიციაზე ზეწოლას და უხსნის მას ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასევე მოითხოვს, რომ მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოპოზიციაზე ძალისმიერი მეთოდებით ზეწოლა.“