ახალი კვლევის თანახმად, Covid 19-ის ვირუსულ ნაწილაკებს ჰაერში რამდენიმე საათის, ხოლო გარკვეული ნივთების ზედაპირზე დღეების განმალობაში შეუძლია, გაძლოს.
ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერთა თქმით, ადამიანები კოვიდ 19-ის ნაწილაკებით შესაძლოა უკვე ჰაერწვეთოვანი გზით დაავადნენ. მათი აზრით, ინფიცირების დიდი რისკია აგრეთვე ამა თუ იმ დაბინძურებული ნივთების ზედაპირზე ხელის შეხების შემთხვევაშიც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ ვირუსული ნაწილაკები, რომლებიც ჰაერში გამოიყოფა მაშინ როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს, ისინი დასაინფიცირებლად 3 საათის განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. პლასტმასსა და უჟანგავი ფოლადის მასალაზე ვირუსი სიცოცხლისუნარიანია სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. კოვიდ 19-ის დამაბინძურებელი ნაწილაკები მუყაოს მასალაზე 24 საათის მანძილზე ბინადრობენ, ხოლო სპილენძზე კი 4 საათს ძლებენ მხოლოდ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში დაინფიცირების 219 357 , ხოლო გარდაცვალების კი 85 745 შემთხვევაა.