ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ბრუნო ბრუინსი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ინციდენტი პარლამენტის სხდომაზე მოხდა, სადაც კორონავირუსის თემას განიხილავდნენ. მოგვიანებით ბრუნო ბრეინსმა ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან Twitter-ზე დაწერა, რომ მისი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი დატვირთული სამუშაო კვირა გახდა.
ნიდერლანდების სამეფოში დღეისათვის კორონავირუსის 2051 შემთხვევაა დადასტურებული. Covid 19-მა ქვეყანაში 58 ადამიანი იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.