მონტენეგროში კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა

მონტენეგროში კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა

მონტენეგროში COVID-ის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ის ბალკანეთის რეგიონსა და მთელ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსი ამ დრომდე არ გამოვლენილა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მონტენეგროში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე აიკრძალა ღია და დახურული სპორტული და სარეკრეაციო ობიექტების, საცურაო აუზების მუშაობა.