ქალაქ ლას-ვეგასში და მთლიანად ნევადის შტატში 440-მდე ლიცენზირებული კაზინო კორონავირუსის გავრცელების გამო დაიხურება, რის შედეგადაც შტატის დომინანტი ინდუსტრია ეკონომიკურ გაურკვევლობაში აღმოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ნევადის გუბერნატორის გადაწყვეტილებით კაზინოები, ბარები, კინოთეატრები და რესტორნები ერთი თვის განმავლობაში იქნება დახურული.
ამ ეტაპისთვის შტატში კორონავირუსის 50 შემთხვევაა გამოვლენილი.