ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში 3 შტატში გაიმარჯვა

ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში 3 შტატში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ფლორიდაში, ილიონოისსა და არიზონაში გაიმარჯვა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 77 წლის ბაიდენმა კიდევ 249 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. ახლა მას 1147 დელეგატი ჰყავს, მის მთავარ კონკურენტ, 78 წლის ბერნი სანდერსს კი 861.

ამასთან, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდასა და ილინოისში საკმარისი დელეგატის მხარდაჭერა მიიღო იმისთვის, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. მას 1330 დელეგატი უჭერს მხარს, კანდიდატობისთვის კი 1276 არის საჭირო.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.