იაპონელ სატოში უემატსუს, რომელმაც 2016 წელს 19 შშმ ადამიანი მოკლა, სიკვდილით დასჯიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მსჯავრდებულის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კარგად ვერ ურთიერთობენ, ადამიანური უფლებები არ გააჩნიათ.
30 წლის სატოში ტოკიოს მახლობლად, შშმ პირების მომვლელად მუშაობდა. სატოშის ადვოკატის თქმით, ის მარიხუანას მოიხმარდა და მენტალურად ჯანმრთელი არ იყო. დაკავების შემდეგ მის სისხლში მარიხუანის კვალი აღმოაჩინეს.
ეს ამბავი იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მასობრივი მკვლელობაა და ამ მოვვლენამ ბევრი ადამიანი შეძრა.