სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 52-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ორშაბათს გვიან ღამით განაცხადა.
„ჩვენ დღეს 105 ტესტი ავიღეთ. 12 შემთხვევა ეჩმიაძინს უკავშირდება“,- განაცხადა ტოროსიანმა.
ცნობისთვის, სომხეთის მთავრობამ, კორონავირუსის გამო 16 ნარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
17 მარტის მონაცემებით სომხეთში 52 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო ვირუსისგან ერთი ადამიანი განიკურნა.