ყაზახეთში კორონავირუსი 2 წლის ბავშვს დაუდასტურდა

ყაზახეთში კორონავირუსი 2 წლის ბავშვს დაუდასტურდა

ყაზახეთში კორონავირუსი 2018 წელს დაბადებულ ბავშვს დაუდასტურდა. ამის შესახებ ონლაინ ბრიფინგზე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 10-დან 13-მდე გაიზარდა.

ბავშვი დედასთან ერთან ალმათიში ბერლინიდან მინსკის გავლით ჩავიდა. ის ამჟამად ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა ორ მამაკაცს, რომლებიც მოსკოვიდან დაბრუნდნენ.