საფრანგეთის რადიკალურ-მემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი თვითიზოლაციაშია.
გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე პირს, რომლებთანაც მან შეხვედრა გამართა, ვირუსი დაუდგინდათ. მათ შორის იყო რესპუბლიკელთა ლიდერი კრისტიან ჟაკობიც. როგორც ლე პენი აცხადებს, მას მას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება. საფრანგეთში დღეისათვის კორონავირუსის 5423 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 127 ადამიანი იმსხვერპლა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.