იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომები საეკლესიო წირვებსაც შეეხო. ვატიკანში განაცხადეს, რომ აღდგომის დღესასწაულამდე ყველა ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება.
ლომბარდიის რეგიონის კრედირო-რუბიანოს კომუნაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს. მღვდელ ჯუზეპე კორბარის ინიციატივით, მრევლმა ეკლესიაში თავისი ფოტოები გაგზავნა, რათა ასეთ დროსაც კი ტაძარი ცარიელი არ ყოფილიყო.
სურათებს ჩეკებიც მიაკრა მრევლმა?
რა ჰქვია ახლა ამას - ნოვატორობა თუ ტაკიმასხარაობა?