იმ ქვეყნების სიას, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია გამოვლენილი, უზბეკეთიც შეემატა. ვირუსი უზბეკეთის მოქალაქეს დაუდგინეს, რომელიც სამშობლოში საფრანგეთიდან დაბრუნდა.
მანამდე უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეპიდემიის გავრცელების საფრთხის გამო დასავლეთ ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რიგ ქალაქებთან საჰაერო მიმოსვლას ზღუდავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.