ხორვატიის ქალაქ ლეგრადში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით სახლები და მიწის ნაკვეთები 1 ხორვატულ კუნად (0,15 დოლარი) იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.
ლეგრადში ახლა 2241 ადამიანი ცხოვრობს, ხორვატიაში დემოგრაფიული ვარდნა კი 2013 წელს, ევროკავშირი შესვლის შემდეგ დაიწყო. ამის გამო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გარკვეულ დარგებში, მაგალითად ტურიზმსა და მშენებლობაზე უცხოელები დაასაქმოს.
სახლის ან მიწის ნაკვეთის 1 კუნად შეძენა მხოლოდ 40 წლამდე ადამიანს შეუძლია და მან ლეგრადში სულ მცირე 15 წელი უნდა იცხოვროს. ამის სანაცვლოდ ადგილობრივი ხელისუფლება მას სახლის შესაძენად 35 ათასი კუნის (5100 დოლარი) სუბსიდიას გამოუყოფს და 25 ათასი კუნის (3600 დოლარი) ფარგლებში რემონტის ხარჯების კომპენსაციას გადაიხდის.