ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება კორონავირუსის ინფექციის გამწვავების ფაქტორი შეიძლება იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანმა Twitter-ზე განაცხადა.
„ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების („იბუპროფენი“, „კორტიზონი“) მიღება შეიძლება ინფექციის გამწვავების ფაქტორი იყოს. თუ სიცხე გაქვთ, პარაცეტამოლი მიიღეთ. თუ უკვე იღებთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ან ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს”, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.