ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ხავიერ სოლანას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, 77 წლის ხავიერ სოლანა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს.
ხავიერ სოლანა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 1995-1999 წლებში იკავებდა, მანამდე კი 1992-1995 წლებში ესპანეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.