ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ავსტრალიის შს მინისტრის, პიტერ დატონის განცხადებით, მას კორონავირუსი დაუდგინეს.

„დღეს დილით გავიღვიძე, მაღალი სიცხე და ყელის ტკივილი მქონდა. დაუყოვნებლივ მივმართე ჯანდაცვის დეპარტამენტს, ქუინსლენდში. დღის მეორე ნახევარში კი შემატყობინეს, რომ ანალიზებმა კორონავირუსით ინფიცირება გამოავლინა“, - დაწერა ავსტრალიის შს მინისტრმა თწიტტერ-ზე.

მისივე თქმით, ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების 120 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.