ჩინეთში არ გამორიცხავენ, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა

ჩინეთში არ გამორიცხავენ, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჩჟაო ლიცზიანი არ გამორიცხავს, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა. ამ შინაარსის პოსტი მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

საუბარია აშშ-ის 300 წარმომადგენელზე, რომელიც უხანში, რიგით მეშვიდე მსოფლიო თამაშებს ესწრებოდა.

ლიცზიანის კომენტარი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ზოგიერთი პაციენტი, რომელიც ადრე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორონავირუსის მსხვერპლი იყო.

სოციალურ ქსელში რედფილდის ეს ვიდეო აქტიურად ვრცელდება, რაც ჩინეთში ეჭვებს აჩენს, რომ აშშ რეალური მიზეზის გადაფარვას ცდილობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

Katana . მე მგონია, დიდი სისულელეა! ამერიკა თუ არის წყარო, მაშინ, ლოგიკურად, ჯერ ამერიკაში უნდა ეფეთქა ამ ვირუსს, ხომ? აბა, როგორ იყო - 300-მა ამერიკელმა თავი დაიავადა და სასწრაფოდ მიაშურა ჩინეთს - არიქა, მაგათ უნდა გადავდოთ ეს ვირუსიო? :))
4 წლის უკან