პოლონეთის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელი მარიუშ ციარკა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში თაღლითები მოქმედებენ, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ „სასწაულმოქმედ“ რძესა და თილისმებს ჰყიდიან. ინფორმაციას ამის შესახებ Ria ავრცელებს.
„გამოჩნდნენ თაღლითები, რომლებიც კარდაკარ დადიან და მოსახლეობას სთავაზობენ სხვადასხვა სახის წამალს, მათ შორის სასწაულმოქმეედ რძესა და თილისმებს“, - განაცხადა მან პოლონეთის ტელევიზიის ეთერში.
პოლონეთის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ბოროტმოქმედები ვირუსთან დაკავშირებულ არასჭირო პანიკას სათავისოდ იყენებენ. მან მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას ამგვარი შემთხვევების შესახებ. „კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ შეუშვათ ასეთი ხალხი სახლში და ნუ დაუჯერებთ მათ“, - დასძინა მან.
ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა დადასტურდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.