ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშს ერაყში სულ ცოტა 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცია. მათი ვინაობა არ საჯაროვდება.
ბაზაზე 18 რაკეტა ჩამოვარდა. შედეგად კიდევ 12 ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.