ლონდონში ნურსულთან ნაზარბაევის შვილს და შვილიშვილს უძრავი ქონება დაუყადაღეს

ლონდონში ნურსულთან ნაზარბაევის შვილს და შვილიშვილს უძრავი ქონება დაუყადაღეს

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ლონდონში ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ნათესავებს უძრავი ქონება დაუყადაღა. ამის შესახებ BBC წერს.

უძრავი ქონების ფასი $100 მილიონია. სახლები სამ ოფშორიშია გაფორმებული. ბრიტანეთის ნაციონალური სააგენტო, რომელიც ფინანსურ დანაშაულს ებრძვის, მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება არადეკლარირებული ფინანსებით არის ნაყიდი. რომელიც ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს ეკუთვნის.

2020 წლის თებერვალში ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და ამის შესახებ Fაცებოოკ-ზე დაწერა.

როგორც აისულთან ნაზარბაევი აცხადებს, მას რუსეთისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის მასშტაბური კორუფციული გარიგებების შესახებ აქვს ინფორმაცია, რის გამოც, ოჯახისგან ზეწოლას განიცდის.