ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 76 პროცენტი გამოჯანმრთელდა. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 80 700-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 61 500-ს აღწევს.
ამ დროისათვის საავადმყოფოებში 16 138 პაციენტი რჩება.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.