თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ოფიციალური განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ გააკეთა.
მისივე თქმით, ინფიცირებული კაცია, რომელიც ევროპაში იმყოფებოდა. ამჟამად ის იზოლაციაშია. ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან მისი ოჯახის წევრებიც.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.