დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ნედინ დორისი აცხადებს, რომ ტესტირების შემდეგ, უსაფრთხოების ზომების დაცვის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 383-ს აღწევს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.