ირანული სააგენტოს Irna news-ის ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთ პროვინცია ხუზისტანში 36 ირანელი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. მათ ეგონათ, რომ ასე კორონავირუსისგან თავს დაიცავდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
Irna news-თან ინტერვიუში ექიმმა ალი ესანპურმა განაცხადა, რომ 270 ადამიანი ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს ინფორმაციით, ფალსიფიცირებული ალკოჰოლის გასაღების ფაქტზე ირანის პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.