რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს, რომლის ზედიზედ მეორე საპრეზიდენტო ვადას უფლებამოსილება 2024 წელს ეწურება, ამ პოსტზე ზედიზედ მესამედ კენჭისყრის უფლება ექნება.
ცვლილებების ინიციატორი „ედინაია როსიას“ დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გახდა. მან კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა მოითხოვა, რაც მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვადებს გაანულებს. ინიციატივის მხარდაჭერის შესახებ ფრაქცია „ედიანაია როსიას“ დეპუტატებმა განაცხადეს, ინიციატივის გაჟღერების შემდეგ კი სათათბიროში მათ განსახილველად თავად პუტინი მივიდა.
ამასთან ერთად, დეპუტატებმა სექტემბერში სათათბიროში რიგგარეშე არჩევნების შესახებ ცვლილებების ინიცირებაც მოახდინეს.