კორონავირუსის გავრცელების გამო, ისრაელში ჩასული ყველა პირი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„რთული დისკუსიების შედეგად გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ნებისმიერი პირი, ვინც ისრაელში ჩამოდის, ვალდებულია, 14-დღიან იზოლაციაში იყოს. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაცავად, ეს ამოცანა კი უმთავრესია“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს და ძალაში 72 საათში შევა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.