კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაში გამოვლინდა

კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაში გამოვლინდა

კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაში გამოვლინდა. პირველი შემთხვევები დადასტურდა მონღოლეთსა და პანამაში. პირველი პაციენტი გარდაიცვალა კანადაში. საფრანგეთში ვირუსით ინფიცირებულია კულტურის მინისტრი. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა „ნასაშიც“.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 114 422 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 4027, ხოლო 64081 ადამიანი კი, სრულად განიკურნა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.