უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში კაცმა მოიტყუა, რომ მისი მეზობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული, რათა მასთან სასწრაფო მოსულიყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
კაცის განცხადებით, მან პოლიციაში დარეკა და შეატყობინა, რომ მისი მეზობელი კორონავისრუსით არის ინფიცირებული. მისი თქმით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ სასწრაფო დახმარებამ უარი განუცხადა მოსვლაზე.
„ცუდად ვგრძნობდი თავს. წნევამ ამიწია. დავრეკე 103-ზე. მიპასუხეს, რომ სასწრაფო არ მოვიდოდა, ვინაიდან ასეთი დიაგნოზით უბნის ექიმისთვის უნდა მიმემართა. გავბრაზდი. პოლიციის ნომერი ავკრიფე და შევატყობინე, რომ თითქოს კორონავირუსით ინფიცირებულია მეზობელი. რამდენიმე წუთში სასწრაფოში დავრეკე, იგივე ისტორია მოვუყევი. აი, მაშინ ყველანი სწრაფად მოვიდნენ“, - განაცხადა კაცმა.
აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ადგილზე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და ზარის ავტორს ჯარიმის გადახდა მოუწევს.