დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 278-ს, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა კი 3-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საგანგებო სამთავრობო კომიტეტის სხდომას გამართავს, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებები იქნება განხილული.
არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებები აკრძალოს, სასწავლო პროცესი შეაჩეროს, კომპანიებს კი დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლა ურჩიოს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.