რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში თურქული ჯარის მთავარი მიზანი დაასახელა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში თურქული ჯარის მთავარი მიზანი დაასახელა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში თურქული ჯარის მთავარი მიზანი დაასახელა. მისი თქმით, ეს აუცილებელია სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ერთიანობის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია NTV ავრცელებს.

„ჩვენი ერთადერთი მიზანია - შევქმნათ ისეთი პირობები, რომ თურქეთში მყოფი 3,6 მილიონი სირიელი მიგრანტი და იდლიბში მყოფი 1,5 მილიონი ადამიანი თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე განცხადებით, ანკარა სირიელი მიგრანტების მიღებაზე 40 მილიარდი დოლარი დახარჯა, ევროკავშირმა კი თურქეთს მხოლოდ 3 მილიარდი ევრო გამოუყო.

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი 29 თებერვალს გაუხსნა. ამის მიზეზი სირიაში, იდლიბში სიტუაციის გამწვავება გახდა. საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა 34 778-მა ადამიანმა სცადა, მესაზღვრეებმა 244 მათგანი დააკავეს და მიგრანტების დეპორტაციას გეგმავენ. 2016 წლის შეთანხმებით, დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო.