ტეხასის ამერიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა გადაწყვიტა, რომ კარანტინში დარჩენილიყო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. სენატორს ჯერჯერობით არანაირი სიმპტომი არ აქვს და თავს ჯანმრთელად გრძნობს, - ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
სენატორის თქმით, ის ესაუბრა კორონავირუსით დაავადებულს და ხელიც ჩამოართვა. სწორედ ამის გათვალისწინებით, კრუზმა გადაწყვიტა, რომ ყველასთვის და ასევე მისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ დროებით კარანტინში დარჩებოდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.