საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი, ჟან-ლუკ რეიცერი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პარლამენტის თავმკდომარემ, რიშარ ფერანმა გაავრცელა.

68 წლის პარლამენტარი, რომელიც პარტია „რესპუბლიკელების“ წევრია, ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა კი მძიმეა.

კორონავირუსით ასევე დაინფიცირდა საფრანგეთის პარლამენტის სასადილოს ერთი თანამშრომელი.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევა დადასტურდა. შვიდი ადამიანი კი გარდაიცვალა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.