აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს
უწყების ცნობით, სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე ფაშაზადე ორჰან ნაზიმ ოღლუ მძიმედ დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. სომხური მხარე ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.