უნგრეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ორივე პაციენტი ირანელი სტუდენტია. ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა Fაცებოოკ-ზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.
ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3 252 ადამიანი ემსხვერპლა, 51 435 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.