ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე. ამის შესახებ en.yna. წერს.
მუნ ჩჟესთვის გაგზავნილ წერილში კიმ ჩემ ინი იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ კორეა გადალახავს შექმნილ სიტუაციას და სამხრეთ კორეელებს ჯანმრთელობა უსურვა.
მან ასევე აღუთქვა მხარდაჭერა სამხრეთ კორეას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში.
ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.
დღეისათვის ჩინეთში კორონავირუსის 80 400-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში 3012 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 52 200-ს აღემატება.