ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 31 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 160-ით მოიმატა.

დღეისათვის ჩინეთში კორონავირუსის 80 400-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში 3012 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 52 200-ს აღემატება.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.