პატიმრებით გადავსებულ ციხეებში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 ათასი პატიმარი ციხიდან დროებით გამოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლოს ოფიციალური წარმომადგენელის ღოლამჰოსეინ ესმაილის განცხადებით, პატიმრები მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მათ ანალიზებმა კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ის მსჯავრდებულები გამოუშვეს, რომლებსაც 5 წელზე ნაკლები ჰქონდათ მისჯილი.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის პარლამენტის 23 დეპუტატი კორონავირუსითაა დაინფიცირებული.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.