აშშ-მა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული წარმომადგენელი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ პირველი ავიაიერიშს თავდაცვის მიზეზებით ხსნის.
„თალიბანის“ მებრძოლები აქტიურ შეტევებს ახორციელებდნენ ავღანეთის ეროვნული თავდაცვის ძალების საგუშაგოზე. ეს თავდაცვითი ავიადარტყმა იყო, ამ შეტევების შესაჩერებლად“, - განაცხადა პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა.
მან დასძინა, რომ ვაშინგტონს მშვიდობა კვლავ სურს, თუმცა „თალიბანმა“ უაზრო შეტევები უნდა შეწყვიტოს და შეთანხმების პირობები შეასრულოს.
აშშ-მა და „თალიბანმა“ ავღანეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს მოაწერეს. თუმცა, 2 მარტს „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ოპერაციებს არ შეწყვეტენ.